თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მანჯგალაძის თქმით, ის აქციაზე ხალხთან ერთად იმყოფებოდა და ცდილობდა, მათთვის საფრთხე აერიდებინა, თუმცა მოვლენები მის კონტროლს მიღმა ვითარდებოდა.
„დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა? თუმცა ვერ შევძელი“, — განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებდა, ხოლო დაცვის მხარემ და სახალხო დამცველმა სასამართლოს შესაბამისი არგუმენტები უკვე წარუდგინეს.
მანჯგალაძემ მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არ სურს, „უდანაშაულო ადამიანის დასჯის“ პროცესს შეეწიროს.