10 ივნისს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1749491381
„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით დაგეგმილია მაღალი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის მრავალმხრივი განვითარება, რითაც დასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებები საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის დოკუმენტი - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს სხდომაზე განვიხილეთ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
„გასულ წელს იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების ისე გადასახდელების ნაწილში და ყველა ეკონომიკური პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალ და მომდევნო წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება გაგრძელდეს“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.