ოთარ გრიგოლია ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაზე: პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის. ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და „კარგად“ ორგანიზებული მცდელობა

ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯმდომარე ოთარ გრიგოლია, ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ასახავს მოსახლეობის ნებას და ოპოზიცია, რომელიც არ შევიდა პარლამენტში პატივს არ სცემს თავისივე ამომრჩეველს, რას ნიშნავს?

პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, არჩევნების გაყალბების საბაბი გამოიყენეს აქტივისტების რადიკალიზაციისთვის და სახელმწიფო გადატრიალების წახალისებისთვის.

სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ არჩევნების გაყალბების არცერთი საბუთი და გამართული არგუმენტი.
ეს იყო ქვეყნის არევის წინასწარ განზრახული და „კარგად“ ორგანიზებული მცდელობა“, - წერს ოთარ გრიგოლია.

ეუთოს გენმდივანმა გუშინდელ სხომაზე განაცხადა: „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.

განცხადება გააკეთა შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმაც. დანიელ ფესლერმა განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა“.