1749237219
ოპოზიცია არსებობს საგარეო ჩარევის ხარჯზე - ქვეყნის გარედან შეკვეთებსა და ინსტრუქციებზე არიან მიბმულები - ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია არსებობს საგარეო ჩარევის ხარჯზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
„ოპოზიცია არსებობს საგარეო ჩარევის ხარჯზე. ამას უკვე საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ მათი ინტერესი და მამოძრავებელი არ არის ქვეყნის შიგნით - არის ქვეყნის გარედან და ბუნებრივია, რომ ქვეყნის გარედან შეკვეთებსა და ინსტრუქციებზე არიან მიბმულები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრაზე იმყოფებოდა. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიტანეთის საელჩოში მისი ყოფნის შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა ფაქტს ადასტურებს თაკო ჩარკვიანი.