ნინო წილოსანი სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი „პროგრესული იდეების ცენტრის“ ეგიდით, პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტებისა თუ კონკრეტული საჭიროებების გაცნობა და სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვა.

„პროგრესული იდეების ცენტრს“ წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ღირებული იდეების გარშემო არიან გაერთიანებულნი. ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამებისა თუ დახმარებების შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და მოსახლეობამდე მივიტანოთ რათა, თითოეულმა მათგანმა მაქსიმალურად ისარგებლოს განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ სხვადასხვა მიმართულებებით არსებული ბენეფიტებით. საუკეთესო იდეები იქნა მოწოდებული და მზად ვარ, კოლეგებთან ერთად, დარგობრივი მიმართულებით, ამ იდეების განხორციელება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მხარეები, აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.