მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაპირისპირება, რომელიც არის ხელისუფლების ოპონენტებს შორის, მიუთითებს მათ პოლიტიკურ დასასრულზე.
„ოპოზიციაში დიდი დრამებია. სალომე ზურაბიშვილს რა თქმა უნდა ვერც ვერავინ ვერ გაუგო და არ გაუგეს, „ლელომ“ კი თავისებური ინტერპრეტაცია მისცა და კიდევ ერთხელ, ფარისევლურად გაამართლა თავისი გადაწყვეტილება. ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მიანიშნებს მათ ბოლო ჟამზე“, - აცხადებს წილოსანი.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. კრიტიკის ობიექტები კვლავ პარტია „ლელო“ და მისი ლიდერი გახდნენ. ბადრი ჯაფარიძის სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკომპრომისო ბრძოლის ნაწილია და დასტურად სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოჰყავს, ელენე ხოშტარია სიცრუეს უწოდებს.