ნინო წილოსანი: აბსოლუტური გამარჯვებისთვის ვემზადებით

წილოსანი

ვემზადებით აბსოლუტური გამარჯვებისთვის, განაცხადა პარლამენტის ვიცე-პიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს.

„თვითმმართველობას დიდი რეიტინგი აქვს მუნიციპალიტეტებში და კარგი ნამუშევარი აქვს მოქალაქეებთან, ადგილობრივებთან. თავისთავად გუნდი ხელახალ ნდობას უცხადებს და მოხარული ვართ, რომ ახალ წევრებსაც და ახალ კანდიდატებსაც ვესალმებით ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერას“, - აცხადებს წილოსანი.

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.