ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772369985
გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.
„დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და არათუ აღვადგინოთ, არამედ უფრო მეტი მნიშვნელობით დავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა, შესაბამისად ამ თემის ირგვლივ გვექნება საუბრები ამერიკის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა მან.
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა.