ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნათელია, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.
როგორც სამხარაძემ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის შეფასებისას აღნიშნა, დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერებიცაა.
„ეს ამერიკის ხელისუფლების პოზიციაა. რა თქმა უნდა, ევროპელი პარტნიორებისთვის კარგი მოსასმენი არ არის, რაც უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაიწერა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს. ნათელია, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც არის. ალბათ, სასურველია, რომ ამერიკის, ევროპისა და ევრიკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები ერთმანეთთან დაახლოვდეს, რადგან სახეზეა აზრთა სხვადასხვაობა. საქართველოს კონტექსტში კარგი არ არის, როცა ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციებს შორის ძირეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1765190458