გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა, ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, პარტია ბრძოლას გააგრძელებს.
"ფაქტობრივად, სუნთქვას გვიკრძალავენ. რაც არ უნდა გააკეთოს, გაგვაუქმოს, აგვიკრძალოს მონაწილეობა თუ ა.შ. ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა იმ კუთხით არ აქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რა და როგორი ფორმით, ამას შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. თუმცა, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი რიგითი წევრის განწყობა არის ის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეჟიმმა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის რაღაც ქაღალდი," - აცხადებს ანა წითლიძე.