მურთაზ ზოდელავა: არავინ აპირებს სახლში წასვლას, ყოველ ერთ საათში იქნება კონკრეტული მოქმედება, ახლა მთავარია, მობილიზება მოხდეს და მივალთ „ქართული ოცნების“ ოფისთან

მურთაზ ზოდელავ

კვლავ მოხდება მობილიზება და მივალთ „ქართული ოცნების“ ოფისში, მათაც მოვკითხავთ პასუხს, ახლა მთავარია, აქ მობილიზება მოხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, არავინ აპირებს სახლში წასვლას, აპირებენ ბოლომდე ბრძოლას.

„ათონელის მოედანზე გაზით წამლავენ ასაკოვან ადამიანებს, პარალელურად ივანიშვილი, კალაძე და ბანდა რაღაცას ზეიმობს, ფურშეტს აწყობს „ქართული ოცნების“ ოფისში. კვლავ ვმობილიზდებით და ჩავალთ მათთანაც, მოვკითხავთ პასუხს. ახლა მთავარია, აქ მობილიზება მოხდეს, ხედავთ უამრავი ადამიანია. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ ნახევარ საათში, ყოველ ერთ საათში იქნება კონკრეტული მოქმედება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კედელთან მიაყენებს, აიძულებს, რომ ივანიშვილი გაიქცეს. მთავარი სიურპრიზი, მთავარი გარემოებაა, რომ არავინ აპირებს სახლში წასვლას, ყველა აპირებს ბოლომდე ბრძოლას. წარმოუდგენელია ივანიშვილო, ეს გაპატიოთ, შენ ითვლი ბოლო საათებს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.