ალექსი ახვლედიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751971783
ეუთო/ოდირის მოთხოვნის პარალელურად, "ქართული ოცნების" განცხადებით, ევროსტრუქტურების მხრიდან გრძელდება საქართველოს ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობა. რამდნეიმე საათში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშზე დებატები გაიმართება. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ახალი არჩევნებია. რეზოლუციაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზეც.
"მცდელობა არის, რომ შექმნან დამატებითი ხმაური. იგივე რეზოლუციაა, რაზეც მაისში და აპრილში გაიმართა დისკუსიები, ერთი და იგივე თემაზე ამდენჯერ საუბრობენ, რომ ხმაური არ მოაკლდეს საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას. სამწუხაროდ, ეს რეზოლუცია განასახიერებს ძალიან მკაფიოდ იმ პოლიტიკურ კორუფციას, მიკერძოებულობას და რეალობისგან მოწყვეტას, რაც არის გამეფებული ევროპარლამენტში უკვე ამდენი ხანია. და რატომ, იმიტომ, რომ სწორედ ევროპარლამენტის სათავეში დღეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც განასახიერებენ ბრჭყალებში ამ ღირებულებებს. ამიტომ, სანამ ეს პოლიტიკური ძალები მართავენ ევროპარლამენტს, ჩვენ სხვა მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. თუმცა, პარალელურად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ევროპარლამენტის სხვა შედარებით პატრიოტ ძალებთან“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.