მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1766001384
საქართველოს პრეზიდენტი სერბეთშია. მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, ბელგრადში ღამით ჩაფრინდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს დილით "სერბეთის სასახლეში" შედგება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მისი სერბი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან.
"ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა ურთიერთობები, მათი გამყარება, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური მიმართულებით. აქვე ვიტყვი, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ქვეყნებს შორის უკვე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და მოლაპარაკებები შეთანხმებულ ფორმატში, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკურ დიპლომატიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ ორმხრივ ძალისხმევას," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძე.