თელავში ავარიისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
1766157116
მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. პირნათელი არის, როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყნებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა და მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის მხარს უჭერდა სამართლიან მიდგომებს მათ შორის უკრაინასთან მიმართებით. ზოგიერთ ქვეყანას კი, იმის გამო, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის ახლა თავის მართლება უწევს საკუთარ ხალხთან.
„ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ხალხის წინაშე ვართ პირველ რიგში პასუხისმგებლები და ეს უჭირთ ამ ქვეყნებს, რომ საკუთარ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ, რადგან ამ ყველაფერზე განსხვავებულ შეხედულებებს ყოველ დღე ცვლიდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.