მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.

აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა.