1692302192
მიხეილ სააკაშვილი - ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც სული გვიდგას

ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც სული გვიდგას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, წინა, საპარლამენტო არჩვენების შემდეგ საარჩევნო კომისია არ გამხდარა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული, ხოლო „რეჟიმი პირიქით, მეტად რეპრესიულია“.
„კიდევ ერთხელ „ადგილობრივ არჩევნებზე“ – წინა საპარლამენტო არჩევნები მთლიანად გაყალბდა, ეს ყველამ იცის. ახლა ისმება კითხვა, რა შეიცვალა მას შემდეგ? საარჩევნო კომისია გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული? არა. რეჟიმი ნაკლებად რეპრესიულია? პირიქით. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია.
ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც გვიდგას სული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.