რას ამბობს ბიჭი, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციაში დარეკა
1756723951
"პარტია "მემარცხენე ალიანსის" სახელით გვსურს გავაკეთოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება და ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში", - ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც აღინიშნა, გაძლიერდება ზეწოლა საქართველოს მიმართ როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან.
მათ ასევე, ოპოზიციის როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის მზად არიან გადაწვან ქალაქები, ადმინისტრაციული შენობები, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოღონდ როგორმე ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.
"დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი და სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. გლობალურმა პროცესებმა საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში, ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება როგორც უცხო ქვეყნებისგან, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისგან, ეს გამოწვევა კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და გონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს მოითხოვს. გასული წლების განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოში სიტუაციის არევის, ქაოსის და ხელისუფლების დამხობის არაერთი მცდელობა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებს ადეკვატური პასუხი ან ვერ, ან არ გასცა. დღესაც კი, ვხედავთ რომ ოპოზიციური ფლანგი ოკუპირებული აქვთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დავალებებს უცხოეთიდან იღებენ და მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ - ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის მზად არიან გადაწვან ქალაქები, ადმინისტრაციული შენობები, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოღონდ როგორმე ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ.
ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ხელისუფლება არათუ სამართლებრივ პასუხს სცემს, არამედ მისი არაადეკვატური ქმედებებით ხელსაც კი უწყობს ოპოზიციურად განწყობილი საპროტესტო ელექტორატის მაქსიმალურად გაღიზიანებას, რაც ქვეყანას ძალიან ცუდად უბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.