24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
თბილის ვიზიტით მყოფი ევროპელი დიპლომატების საპროტესტო აქციაზე გამოსვლებს, ოპოზიციაში აფასებენ.
"მათი გამოსვლა დემონსტრაციაზე იყო იმის მკაფიო მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს სწორედ ქართველ ხალხს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარემ საბა ბუაძემ.
პოლიტიკოსის განცხადებით, პარტნიორები მხარს უჭერენ არა რომელიმე ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.
"ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და როდესაც ხელისუფლება აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ბუნებრივია, რომ შემდეგ გვესმის ასეთი სამარცხვინო და ოდიოზური გზავნილები. მათი გამოსვლა დემონსტრაციაზე იყო იმისი მკაფიო მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს სწორედ ქართველ ხალხს," - აცხადებს საბა ბუაძე.