ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთის რიტორიკაში, საქართველომ ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოპარვის სპეცოპერაცია ჩავარდა.
როგორც ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, სწორედ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაიწყო საქართველოს ბულინგი და უსაფუძვლო ბრალდებები.
„მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა. მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მის მერე დაიწყო საქართველოს ბულინგი. ყველას კარგად გვახსოვს რა დღეში გაატარეს საქართველო და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე ვკლავთ, ვაწამებთ და რაც კი საშინელება შეიძლება დააბრალო ხელისუფლებას, ყველაფერი დააბრალეს. იღებდნენ ამაზე რეზოლუციებს და მათ შორის, ატარებდნენ ე.წ. საექიმო სპეცოპერაციებს, ვგულისხმობ პოლონელი ექიმის მხრიდან წინდით მასალის გატანის მცდელობას. ეს მხოლოდ პატარა რემარკი მოვიყვანე თუ როდიდან დაიწყო საქართველომ ევროპული გზიდან გადახვევა [მათ რიტორიკაში]. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო 1-2 წელია, რომ ყველა კვლევა, რომელსაც საერთაშორისო, რეიტინგული და ყველაზე ავტორიტეტული კომპანიები ატარებენ, რომელთა დასკვნებს ეფუძნება რეალური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოებისა და დიდი ინვესტორების მხრიდან, მათ შორის, კვლევები, რომლებიც ევროკომისიის შეკვეთით კეთდება და ქვეყნდება, როგორც ქვეყნების ერთგვარი პოტენციალის შეფასებისთვის და შეგვიძლია ყველა ეს კვლევა მოვიტანოთ, კვირა არ გავა რომელიმე კვლევის შედეგი არ დაიდოს და საქართველო მართლაც ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.