რომელ რიცხვებში უნდა დავდგათ ნაძვის ხე 2026 წელს - ნუმეროლოგის რეკომენდაცია
1764186094
საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში დასახული ამბიციური მიზნების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე.
ღონისძიება ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის თანაორგანიზებით გაიმართა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი არა მხოლოდ ლოგისტიკური მარშრუტია, არამედ ევროპისა და აზიის ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველი.
„საქართველო თავის გეოგრაფიას ეკონომიკურ უპირატესობად აქცევს, აძლიერებს სუვერენიტეტს დაკავშირებადობის ზრდით და პოზიციონირებს, როგორც მნიშვნელოვანი, სანდო დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“ - განაცხადა მინისტრმა.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის მიზანია ევროკავშირის „Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტაშკენტში იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.