„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ის მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.
„ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ცალკეული სექტორები ვითარდება და ქვეყანაში ასეთი სექტორი საკმაოდ ბევრია. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ენერგეტიკა გამოიკვეთა. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება განგრძობადი, ხანგრძლივი და ეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი დაასახელა, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოეფექტურობაზე გააკეთა აქცენტი.
„პირველი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნამდვილად ენერგოდამოუკიდებელი. მეორე არის ენერგოეფექტურობა, რაც დადებით გავლენას იქონიებს მთლიან ეკონომიკაზე. მესამე - იქმნება სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში საკმაოდ დიდი წვლილი შედის, მეოთხე კი ერთიანი ღირებულების შექმნაა, მაგალითად, ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში და სხვა. ნებისმიერ სფეროს, თუკი მათ მაგალითად მოვიყვანთ, ყოველთვის ამ ღირებულებების ჭრილში ვაფასებთ“,- დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პანელური სესია - „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ Galt & Taggart-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კუპრაშვილი, Emaar Properties-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი მოჰამედ ალი ალაბარი, Trammo, Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ოლივერ სტენტონი და Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკირ ტივნიკლი.