მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში გამართული მაღალი დონის შეხვედრებზე: ორ ქვეყანას შორის ბევრი საერთო პოზიციაა და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად

მაკა ბოჭორიშვილი

"შეხვედრები გაიმართა როგორც პრემიერ-მინისტრ ორბანთან, ასევე პრეზიდენტთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ბევრი საერთო პოზიცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მთავრობათაშორისი სამიტი კარგი შესაძლებლობა იყო ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

"საქართველოსა და უნგრეთს შორის გამართული მთავრობათაშორისი სამიტი ძალიან ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით განგვეხილა თანამშრომლობის პერსპექტივები. ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმებს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. პოლიტიკური დიალოგის კონტექსტში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე შეხვედრები, რომელიც გაიმართა როგორც პრემიერ-მინისტრ ორბანთან, ასევე პრეზიდენტთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ბევრი საერთო პოზიცია და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ერთად მუშაობას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.