„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
საუბარია სახელმწიფოს ქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაუპირისპირდა მართლსაწინააღმდეგო აქტს, რა ნაწილშიც სახელმწიფო რეალურად გამართლებულია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ნათქვამია, რომ ეს იყო მართლზომიერი ძალის გამოყენება.
„საუბარია სახელმწიფოს ქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაუპირისპირდა მართლსაწინააღმდეგო აქტს, რა ნაწილშიც სახელმწიფო რეალურად გამართლებულია და ნათქვამია, რომ ეს იყო მართლზომიერი ძალის გამოყენება. რაც შეეხება თავად ძალის გამოყენების ფორმებს, მითითება არის გამოძიებაზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ერთგვარად დადასტურებაა ხელისუფლების ნაბიჯებისა ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა მიიღო“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.