მაია ბითაძე ლომჯარიას განცხადებაზე: იკვეთება გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამ ფონზე ძალიან კომიკურია, როდესაც ნინო ლომჯარია რაიმე განცხადებას აკეთებს

მაია ბითაძე

იკვეთება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ნინო ლომჯარია არ სარგებლობს ავტორიტეტით რადიკალებში, ძნელად სარწმუნოა, რომ მას ვინმე დაემორჩილება, თუმცა მის განცხადებასა და იმ პროპაგანდას შორის, რომელიც ბრიუსელიდან ისმის, შედეგობრივი კავშირი მაინც იკვეთება.

„ამ ფონზე ძალიან კომიკურია, როდესაც ნინო ლომჯარია რაიმე განცხადებას აკეთებს. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ავტორიტეტით არ სარგებლობს თვითონ რადიკალურ ოპოზიციაში და მათ შორის არასამთავრობო სექტორში, ნინო ლომჯარიას მოწოდებას რამდენად დაემორჩილებიან ოპოზიციონერები, ეს კიდევ სხვა საკითხია. რაღაც მიზეზ- შედეგობრივი კავშირი მაინც არის ამ განცხადებებში, რომელიც სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე აქცენტირდება. როგორც იმ განცხადებებზე, რომელიც პროპაგანდისტული სახით ჯერ კიდევ ისმის უფრო და უფრო მწარე ფორმით ბრიუსელიდან. მაგრამ შუალედურ პერიოდში ამას ყველაზე დიდი და ცუდი ზეგავლენა აქვს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ყოველდღიურად მიზანმიმართულად სჩადიან სამართალდარღვევას იმისთვის, რომ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, რაც აზრს მოკლებულია და პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.