„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით არაფერი დადებითის და სამართლიანის მოლოდინი არ გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ერთგვარად, ტრენდადაც კი აქციეს, გარკვეულ შეჯიბრებასაც აქვს ადგილი ვინ უფრო მეტ სიცრუეს და ცუდს იტყვის საქართველოს ხელისუფლებაზე.
„პირველი და სამწუხარო, რაც შეიძლება ითქვას, მოლოდინი გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, არის ერთი ის, რომ ჩვენ არაფერი დადებითის და სამართლიანის მოლოდინი არ გვაქვს. მეორე ის, რომ პრაქტიკულად, აბსოლუტურად გაუფასურებულია, მათ შორის, ის სიტყვა, რა სიტყვასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ იმ უსამართლო და უკვე მტრული მიდგომებიდან გამომდინარე, რასაც ასე ძალიან შეეჩვია ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთი ნაწილი საქართველოსთან მიმართებით. ერთგვარად, ტრენდადაც კი აქციეს, გარკვეულ შეჯიბრებასაც აქვს ადგილი ვინ უფრო მეტ სიცრუეს და ცუდს იტყვის საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პირველ რიგში აზიანებს რეპუტაციას თვითონ ევროკავშირისას. მათ შორის, სხვა წევრ სახელმწიფოებში, კანდიდატ სახელმწიფოებში და იმ სახელმწიფოებში, რომელსაც შეიძლება ოდესმე სურვილი გასჩენოდათ, რომ ერთ დროს დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ კავშირში გაერთიანებულიყვნენ. პრაქტიკულად, ევროკავშირი დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ინსტიტუტი იმ ინსტიტუტისგან, რომელსაც ჩვენ თუნდაც ათი წლის წინ ვიცნობდით. განსაკუთრებით დამძიმდა მისი მდგომარეობა უკრაინაში დაწყებული რუსული ომის შემდგომ”, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მისივე განცხადებით, პარადოქსულია, რომ რადიო „თავისუფლებამ“ რატომღაც წინასწარ მოიპოვა ე.წ. პროექტი შეჯამების ანგარიშის, რომლის გამოქვეყნებასაც ევროკავშირი ხვალ აპირებს.
„ჩვენ ამოვიკითხეთ რადიო „თავისუფლების“ მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაში გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თითქოს ადამიანის უფლებები იზღუდება, დემოკრატიული პროცესების უკუსვლაა და ა.შ. ანუ, ყველა ის გაცვეთილი, საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რაზედაც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ახლა უკვე ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთი ნაწილი აღარ მალავს ღიად, მთელ იმ აგრესიას და მტრულ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენი ერის და სახელმწიფოს წინაშე ატარებს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წინ დააყენოს სხვა სახელმწიფოების ინტერესებზე. აღარ ითამაშოს პაიკის როლი ამ ძალიან რთულ და ძვრებით აღსავსე სამყაროში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.