მაჭარაშვილი დეოლიგარქიზაციის რეიტინგზე: ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ეკონომიკა ვითარდება და აქედანაც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.

„გავიხსენოთ, „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რა დავა იყო ატეხილი და დღეს გვაქვს ეს შედეგი, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ეკონომიკა ვითარდება და აქედანაც არის ეს პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.