ახმეტაში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
1749478591
თვითმარქვია პრეზიდენტს, ხაზარაძეს და არჩევნების ტელეფონებით ჩამტარებელ ბურჭულაძეს შორის ლიდერობა ხაზარაძეს ეკუთვნის, რადგან ჯარიმების ნაწილიც გადაუხდია. გიჟების დოღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ოპოზიციაში ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
„ამ უსამშობლოებსა და ლუზერებში ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მზეთუნახავი გამოკეტილია და ის კონკურსიდან ჩაიხსნა. შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტი გამოიგონეს, გიჟი ქალი, სალომე – „პარადი“ ჩაიბარა და ელისაშვილმა ჩაიშხუილა. სალომე ლიდერობას იჩემებდა, ჯერ ქარტია მოუწყვეს, შემდეგ წინააღმდეგობის პლატფორმა, მაგრამ არ გაამართლა. სალომესგან რა ლიდერი უნდა გამოვიდეს? შემდეგ ბურჭულაძე დაწინაურდა, სექტემბერში არჩევნებს ტელეფონით რომ ატარებს და დატენეთო, მოგვიწოდებს. ხაზარაძემ შეხედა, ესენი დიდი ფული უჯდება, წამოცდა, ჯარიმებსაც მე ვიხდიო. თავიდან ბოლომდე იმდენი კილომეტრი მაქვს დაწერილი, ლიდერობა მეკუთვნისო და ეტყობა, პრეტენზია გაუჩნდა. მიტინგზე ორჯერ ნახეს, ეტყობა, დილით ვარჯიშობს, წრეს არტყამს და ამას გულისხმობდა. ხაზარაძეს უნდა, ლუზერებში დაწინაურდეს. რეგიონებში განწყობა იცის და მაზოხისტი თუ არ არის, ამ არჩევნებში რომ შედის, რისი იმედი აქვს? ეტყობა, პატრონებმა დაუკვეთეს და ხაზარაძეზე აკეთებენ აქცენტს, რათა კარუსელი კიდევ ერთხელ დატრიალდეს და თქვან, არჩევნები გაყალბდა, გაჟონაო. არ იციან, რომ თბილისი ხაზარაძეს არ აირჩევს? ისევ ლეგიტიმაციაზე რომ ისაუბრონ, ეს არის მათი ამოცანა. „ტრიოს“ შორის – თვითმარქვია პრეზიდენტს, მრავალკილომეტრგავლილ ხაზარაძეს და არჩევნების ტელეფონებით ჩამტარებელ ბურჭულაძეს შორის ლიდერობა ხაზარაძეს ეკუთვნის, რადგან ჯარიმების ნაწილიც გადაუხდია. გიჟების დოღია. არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, მათთვის ვაია, თუ არ მიიღებენ – ვუი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.