1745299467
ლობისტური კომპანიების გამოცდილება აქვს "ქართულ ოცნებას," ეს აბსოლუტურად დაშვებული საკითხია - გიორგი კაპანაძე FARA-ს დოკუმენტზე, სადაც ენმ-ს მიერ დაქირავებულ კომპანიაზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეესტრზე განთავსებული ინფორმაცია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან დაკავშირებით, თბილისში პოლიტიკური განხილვის თემად რჩება.
FARA-ს მიხედვით, "ნელსონ მალინსს" მიხეილ სააკაშვილის პარტია 6-თვიანი მომსახურების სანაცვლოდ 360 000-ს უხდის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება პარტიის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან. ასევე, დაეხმარება მას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები გაკეთდა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მხრიდან.
"ლობისტური კომპანიების გამოცდილება აქვს და ჰქონდა არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას". ეს აბსოლუტურად დაშვებული საკითხი არის. არაერთხელ მიუმართავს "ქართულ ოცნებას" ამ მეთოდისთვის და ცხადია, გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა, თუმცა ეს კონკრეტული კომპანია ნამდვილად გამოირჩევა სიძლიერით, გავლენით და მასშტაბით, ამიტომაც, როგორც ჩანს, ღელავენ არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებაში," - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.