1763572067
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის მიერ შეხვედრის გადადებაზე: ეს გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე ბრიუსელის მხრიდან. შიშზე, რომ მოისმინონ სიმართლე, რაც მათ არ აინტერესებთ არავითარ შემთხვევაში
ეს გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე ბრიუსელი მხრიდან. შიშზე, რომ მოისმინონ სიმართლე, რაც მათ არ აინტერესებთ არავითარ შემთხვევაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის მიერ ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით.
ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ვინც არ უნდა ყოფილიყო დელეგაციაში, მათ მოუწევდათ საქართველოს პოზიციის მოსმენა, სიმართლეზე თვალის გასწორება, რაც არანაირად არ შედიოდა მათ ინტერესებში.
„რატომ? ვინაიდან მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მათ საქართველოსთან რეალურად არ უნდათ ურთიერთობა. არავითარი კანდიდატობა, არავითარ შემდგომში წევრობაზე არ არის აქ საუბარი, ერთადერთი დღის წესრიგი, რაც მათ აქვთ ეს არის, რომ რამენაირად საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რასაც მათ ვერ მიაღწიეს ვერანაირად. ეს ხელისუფლება, ეს სიტუაცია, რაც საქართველოშია, მათ არ აწყობთ. აქედან გამომდინარე, ისინი პირიქით ცდილობენ მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას, იგონებენ ათას სისულელეს იმის თაობაზე, რაც არ შეესაბამება რეალობას და რაღაც უსაფუძვლო მიზეზებით გადადეს თითქოს ეს შეხვედრა“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ბრიუსელში დაგეგმილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, ევროკავშირმა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადადო. ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირისთვის სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, ბრიუსელი მზად არ არის მოისმინოს საქართველოს არგუმენტები.












