ლევან მახაშვილი: რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას - ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა

ლევან მახაშვილი

რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„აქ ჯანსაღ კრიტიკაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია პირდაპირ ლანძღვა-გინება, წყევლა და ის ზიზღის ენა, რაც ჩვენ გვესმის პოლიტიკოსების, ვაი ჟურნალისტების და სხვათა მხრიდან, როდესაც ასეთი მასშტაბური იქნება ასეთი ზიზღის კამპანია, ჩვენ იძულებულები ვართ ვუპასუხოთ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით უკვე მიმართა. უწყებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებია შეტანილი.