ლევან მახაშვილი „მეგობარ აქტზე“: ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში. ამიტომ, მივესალმებით იმ შესაძლებლობას, თუ ეს აქტი საერთოდ არ იხილავს დღის სინათლეს

ლევან მახაშვილი

ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიესალმებიან იმ შესაძლებლობას, თუ ეს აქტი საერთოდ არ იხილავს დღის სინათლეს, თუმცა გაგრძელდება მცდელობები, რომ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება მცდელობა, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად დაძაბონ, ხელი შეუშალონ, დააბრკოლონ ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა “, - აღნიშნა მან.