მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
                                                                ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. მახაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში კვლავ კრიტიკა იქნება.
„უსამართლო კრიტიკა რაც იყო აქამდე კანონმდებლობასთან და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ჩაყრილი იქნება ამ ერთ დოკუმენტში. დიდად ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილი, რომ მაინცდამაინც ამ დღეებში აეხილებათ თვალები და გაითვალისწინებენ ფაქტებსა და მტკიცებულებებს საქართველოს შესახებ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
4 ნოემბერს დაგეგმილია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება.