ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა
1749840137
რაც არ უნდა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოს ბატონი გვარამია და მისი კოლეგები, ფაქტი ერთია - მათ დაარღვიოს კანონი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეეცვალა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ისიც და მისი კოლეგებიც ამ კანონის დარღვევას და შემდგომ პროკურატურის რეაგირებას აქცევენ ხოლმე პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთ იარაღად“, - აცხადებს მახაშვილი.
ნიკა გვარამიას „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისაზე“ გამოუცხადებლობის გამო ბრალი 16 აპრილს წარედგინა.
გვარამიას კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოეწურა.