“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
ღია კონკურენციაში არიან შესულები ისეთი პოლიტიკური გიგანტები, როგორებიც არიან პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი, ერთი ერთ პლატფორმაზე საუბრობს, მეორემ ვერ გაგვარკვია, რა უნდა, ზურაბიშვილი ხან ალტერნატიულ პარლამენტზე საუბრობს, ხან ალტერნატიულ მთავრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, პაატა ბურჭულაძე ჯერ არჩევნების ტელეფონებით ჩატარებაზე საუბრობდა, ახლა ეროვნულ ყრილობაზე საუბრობს.
„რამდენად არასერიოზული არიან თავიანთი „დღის წესრიგით“, კი ვხედავთ. ყველაზე უცნაურია, რომ რადიკალური ოპოზიცია ღალატობს საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც. პირველ რიგში, ისინი თავიანთ ამომრჩეველს ღალატობენ. საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენეს. ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და მტკიცებულება ვერ დადეს. ამბობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ახლა მათმა ნაწილმა რიტორიკა შეცვალა. როგორც უკარნახებენ, ისე იმოქმედებენ – რაღაც შიდა სპექტაკლი აქვთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.