უჯრედების გადანერგვის ახალმა მეთოდმა პირველი ტიპის დიაბეტი შეიძლება საბოლოოდ განკურნოს
1755592442
ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, რეალურ მოცემულობას. ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისგან, რაც თავადვე წარმოადგინეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სრულად ეწინააღმდეგება იმ კრიტიკას, რომელიც ევრიბიუროკრატებს საქართველოს მიმართ გააჩნიათ.
„ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ეს ყველაფერი ეფუძნება რეალურ მოცემულობას. როდესაც ისინი ჩვენ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ, რაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის ამ ანგარიშისგან, რაც თავადვე წარმოადგინეს, ამ შემთხვევაში ეს კრიტიკა არის დაფუძნებული მხოლოდ რაღაც აღქმებზე, რაც უნდათ, რომ შექმნან და რაშიც აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება მაგრამ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, ისინი რაღაც ბრალდებებით, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება ჩვენს საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.