ახალციხის N6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756062683
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან არ ვფიქრობთ, ამ დონის სითავხედე ეყოთ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ვიზალიბერალიზაცია გააჩერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში აჟიოტაჟის შემოსატანად კონკრეტულ განცხადებებს სექტემბერში ელოდება.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გაყვანა მარტივად აღარ გამოუვა.
„ევროპელ ლიდერებს არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ. ყველაფერი იციან, რაც არის რეალობა და მოცემულობა. რეალობაა სწორედ ის კვლევები და ანგარიშები, რასაც ევროკომისია აქვეყნებს. ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ინტერესი, ვის აწყობს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და ვის – არა. იმ ძალებს, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოს მარიონეტული მთავრობა მართავდეს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ აწყობთ. ეს ყველაფერი იმ დღიდან გამომჟღავნდა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვინაიდან „ქართული ოცნება“ ისეთ რაღაცაზე ვერ დაიყოლიეს რაზეც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მარტივად დაიყოლიებდნენ. ჩვენ საომარ მოქმედებებში არ ჩავერთეთ და მეორე ფრონტი არ გავხსენით. ეს არ აწყობთ და სურთ საქართველოში ხელისუფლება აგენტებით იყოს დაკომპლექტებული, რომ ასეთი საჭიროება როდესაც იქნება ერთი ბრძანების მიცემით ეს დაკვეთა რადიკალურმა ოპოზიციამ შეუსრულოს.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან არ ვფიქრობთ, ამ დონის სითავხედე ეყოთ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ვიზალიბერალიზაცია გააჩერონ. განცხადებებს სექტემბერში ველოდებით. შეიძლება ისეთი ტიპის განცხადებები იყოს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად განცხადებებს ვგულისხმობ და არა ქმედებებს. აქედან გამომდინარეა იმ რვა მოთხოვნაში ჩაწერილი ეს ორი კანონი. ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ ორივე კანონი წითელი ხაზია, ვინაიდან გამჭვირვალობის კანონი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ხოლო ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, იდენტობას და მომავალ თაობებს იცავს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის არც უსაფრთხოების დაცვაზე და არც ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს სექტემბერში აჟიოტაჟის შემოსატანად. რამაც უნდა გამოიწვიოს მათი რადიკალური პარტიების, აქტივისტების დ მდიდარი „ენჯეოების“ მობილიზება და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის ქუჩაში გამოსვლა. თუმცა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ქუჩაში ასე მარტივად გამოჰყავდათ, მათმა დიდმა ნაწილმაც ისწავლა თეთრის და შავის გარჩევა. შესაბამისად, ხალხის ქუჩაში გაყვანა ასე მარტივად უკვე აღარ გამოუვათ. ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.