"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დახურული წერილი, სადაც "ევროპის სახალხო პარტია" ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს

ჯჯ

 დახურული წერილი, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა - "ევროპის სახალხო პარტია" ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტარების მიმართვამდე, გავრცელდა საქართველოს შესახებ კრიტიკული სტატია, რომლის ერთ-ერთი ავტორი ილია რუბანისია, რუბანისი კი იმ კომპანიის მრჩეველია, რომლის წარმომადგენელიც არის ვიქტორ ყიფიანი. მმართველი გუნდი დეზინფორმაციის მორიგ გავრცელებასა და საეჭვო დამთხვევებზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქვეყნის დისკრედიტაციაა.

"ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა, მზარდი"სანქციების ბუშტში" გახდა, რომელიც უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. რე-ექსპორტის არხები იმდენად გაიზარდა, რომ საქართველომ 2024 წელს 2.4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაიტანა, აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთსა და ყირგიზეთში – ეს არის კლასიკური "არაპირდაპირი მარშრუტები" რუსეთის ბაზარზე, მას შემდეგ, რაც თბილისმა რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ რე-ექსპორტზე კოსმეტიკური აკრძალვა დააწესა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია საქართველოს როლი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანსფერის ხელშეწყობაში, რომელიც კრიტიკულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. 2022 წლიდან საქართველოში დარეგისტრირდა 30 000-ზე მეტი ახალი რუსული საკუთრების კომპანია, სულ კი რუსეთთან დაკავშირებული სუბიექტების რაოდენობამ 37 400-ს მიაღწია. რუსეთიდან საქართველოში შემოსული შემოსავლები — მათ შორის ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ექსპორტი — 2023 წელს 3.1 მილიარდ დოლარს აღწევდა, აქედან მხოლოდ ფულადი გზავნილები 1.5 მილიარდი იყო. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სპეციალურად არის მიმართული აქტივების დაცვაზე დასავლური ზედამხედველობისგან; მათ შორის 2024 წლის მაისის "ოფშორული კანონი",

რომელიც ქვეყნის შიგნით მიწოდებულია, როგორც შესაძლებლობა მათთვის, ვინც "დასავლეთის მიერ სანქცირების გამო ღელავს". ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ერთობლიობაში ეს პრაქტიკები აჩვენებს, რომ საქართველო არა მხოლოდ დაშორდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სარეგულაციო ორბიტას, ის აქტიურად იმკვიდრებს თავს სანქციების გვერდის ავლის ეკოსისტემაში, რომელიც ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ეს არ უკავშირდება „საქართველოს საშინაო პოლიტიკას“. ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენი სანქციების სქემის მთლიანობას და კავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატმა ქვეყანამ შეარყიოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები: თუ ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დაუწესოს მინსკს რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, მაშინ იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს "ქართული ოცნების" რეჟიმის ხელშემწყობებზეც. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოსცა გაფრთხილება ამ გაუარესების შესახებ.

თუმცა, ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი – განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს – როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, მიზანმიმართული მარეგულირებელი ქმედება კონკრეტული სექტორების მიმართ და გაძლიერებული მონიტორინგი გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში. მოვუწოდებთ კომისიას გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, დაუყოვნებლივ, რათა აღმოფხვრას ეს მზარდი საფრთხე, გაამყაროს ევროკავშირის სანქციების მთლიანობა და მკაფიოდ აჩვენოს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა შეუთავსებელია რუსეთის საომარი ძალის მხარდაჭერასთან," - ნათქვამია დახურულ წერილში.