დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
თუ უფრო შორს არ გაიხედება უკრაინის ხელისუფლება, შეიძლება გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი მაქსიმალურად მეტი ტერიტორიის დაკავებას ელოდება, რათა ზავის პირობები თავად უკარნახოს.
„ფაქტია, რომ უპირატესობა ნამდვილად არ არის უკრაინის მხარეს და ფაქტია ისიც, რომ თუ ტრამპმა შეასრულა ის, რაზეც საუბარი საკმაო ხნის წინ დაიწყო, რომ აღარ გაუგზავნის იარაღს და დაფინანსებას პირდაპირ უკრაინელებს, მიყიდის იარაღს ნატოს და მერე კი ბატონო თქვენ მიეცით უკრაინელებსო, ევროპას ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ აშშ მიწოდების თვალსაზრისით ჩაანაცვლოს. პუტინი ამას ელოდება ჩემი აზრით, მაქსიმალურად მეტი ტერიტორია აიღოს, ეს კონფლიქტის კლასიკაა, ვისაც უპირატესობა აქვს ის კარნახობს ზავის პირობებს, ვიდრე ის მხარე, ვისაც უფრო მეტი ტერიტორია აქვს დაკარგული”, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.