კოტე ჟღენტი: მხარეებს შორის აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტი შეხების წერტილი, რომ საუბარი დაიწყოს რეალურ სამშვიდობო გეგმაზე

კოტე ჟღენტი

მხარეებს შორის აუცილებლად უნდა იყოს უფრო მეტი შეხების წერტილი, რომ საუბარი დაიწყოს რეალურ სამშვიდობო გეგმაზე და ეს არ იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის უმაღლეს დონზე ძნელია გეგმის ერთი ხელის მოსმით წარმოდგენა.

„როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი ადის მის უმაღლეს დონეზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, ძალიან ბევრი ლტოლვილია, ძალიან ძნელია ერთი გეგმა წარმოადგინო, თან პუტინმა თქვა ეს იყო სია საკითხებისა, რომელიც უნდა განეხილათ. იმდენად განსხვავებდა ის წითელი ხაზები, რომელზეც თვითონ საუბრობენ უკრაინელები და რუსები, რომ ძალიან ძნელი იყო მათი დაახლოება”, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.