კოტე ჟღენტი: არ მგონია უკრაინას იმხელა რესურსი ჰქონდეს, მით უმეტეს ასეთ დანგრეულს, დიდი ხანი გაუძლოს რუსების შეტევას

კოტე ჟღენტი

არ მგონია უკრაინას იმხელა რესურსი ჰქონდეს, მითუმეტეს ასეთ დანგრეულს, დიდი ხანი გაუძლოს რუსების შეტევას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

წამყვანმა ჰკითხა, რა როლს ასრულებს კორუფციული სკანდალები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში.

„[კორუფციული სკანდალები] ფაქტორი უკვე გახდა. ეს ჩანს არა მხოლოდ განცხადებებში. სხვათა შორის, ევროპაშიც საკმაოდ მკვახე განცხადებები იყო, თუმცა ამბობდნენ, მიუხედავად ამისა, უკრაინას მაინც არ დავტოვებთო.

თუ ძირითადი მტერი რუსეთია მთელი თავისი რესურსებით, თვითონ ევროპელები წერენ, რომ ვერ მოიტანა სანქციებმა ის შედეგები, რასაც ელოდნენ და ამერიკელებიც ამაზე წერენ. არ მგონია უკრაინას იმხელა რესურსი ჰქონდეს, მითუმეტეს ასეთ დანგრეულს, დიდი ხანი გაუძლოს რუსების შეტევას. საქართველოს მოსახლეობა და მთავრობასაც არაერთხელ უთქვამს, ველოდებით, რომ დამთავრდეს ეს ომი. ყველასთვის მოსაწონად კონფლიქტი არ მთავრდება, ორივე მხარე კმაყოფილი არ რჩება. ველოდებით, რომ ცეცხლი შეწყდეს და სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს“, - აღნიშნა ჟღენტმა.