ხანძარი ნაძალადევში - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1751037180
კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა,
„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა, კეთილსინდისიერება მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამთავრობო გუნდის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.