პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1749742138
სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და ეს ჩაახშეს, ისევე როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, კოდორის ხეობაში თავისუფლებისთვის ლტოლვა, – ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
კობალაძის თქმით, ასეთი იყო რეალური სურათი.
„ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა ხდება, იდენტიფიცირება ვიღაც პირების, რომ ესენი არიან მტრები, უნდა იყვნენ ლიკვიდირებული. სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს, მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს, ისევე როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი, კოდორის ხეობაში თავისუფლებისთვის ლტოლვა. ეს იყო რეალური სურათი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კობალაძეს კითხვა დაუსვა: „რაც ბრძანეთ, იქიდან შეგვიძლია, შევაჯამოთ, რომ აქაც, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, რეალურად, მართვის ბერკეტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რომელიც, ვიდეოშიც ვნახეთ, ითხოვს ორ გვამს. ამბობთ, რომ მას ჰყავდა ემისარი, რომელიც მუხროვანიდან მიუტანდა ხოლმე ამბებს და შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა. რეალურად, მან მართა პროცესები. ამ დროს, სად არის თავდაცვის მინისტრი?, რაზეც კობა კობალაძემ უპასუხა:
„სასამართლოს კრებსებიდან გამოიკვეთა, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო“.