რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად - საინტერესო ანატომია
1700737500
პოლიტიკური პარტია "ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ.
პარტიის ლიდერებმა და წევრებმა შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და ხაზი გაუსვეს "ხალხის ძალის" პოზიტიურ როლს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში.
"ხალხის ძალის" ლიდერების განცხადებით, ახლა უკვე პარტიის ფორმატში, "ხალხის ძალა" კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
ლიდერებმა პარტიის წევრებთან, ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და აღნიშნეს, რომ "ხალხის ძალა" საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.