„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის საელჩო, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, მწვანე შუქს უნთებს აღნიშნულ კამპანიებს, ამ ფონზე კი, ელჩის საუბარი საქართველოში პროცესების დასტაბილურების სურვილზე, ფარსია.
„საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საელჩო, რომელიც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად გვევლინებოდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არამედ არც კი გმობდა მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ზიზღის და მუქარის კამპანიებს. მეტიც, საკუთარი დამოკიდებულებით და პოლიტიკით, ევროკავშირის საელჩო მწვანე შუქს უნთებდა და უნთებს მათი დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ ზიზღისა და მუქარის კამპანიებს, ძალადობას და სიძულვილს.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას.
ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ წერილში.