კალიფორნიის გუბერნატორი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ

ნკ

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის შენაერთის შეყვანა გახდა. თავდაცვის მდივანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებსაც განალაგებს, რასაც გუბერნატორმა არანორმალური საქციელი უწოდა.

პასუხად ჰეგსეტმა დაწერა, რომ არანორმალური ქცევაა ის, როდესაც მოძალადეებს ქალაქის გადაწვისა და სამართალდამცველებზე თავდასხმის უფლებას აძლევ.

შეტაკებები მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებმა ათობით არალეგალი დააკავეს. მასობრივი არეულობების გამო, ტრამპმა ლოს-ანჯელესში 2 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.