კახა კალაძე: ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით

კახა კალაძე

"ყველა შეფასებით, რომელიც პოლიტიკის გარეშე კეთდება, რა თქმა უნდა, საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა კრიტერიუმით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.

მისი თქმით, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის.

"ყველა შეფასებით, რომელიც კეთდება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა კრიტერიუმით: რეფორმების განხორციელება, ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის სიმარტივის მაჩვენებელი, გამჭვირვალობა და ა.შ. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება ცრუ განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის. ამ განცხადებებს ვისმენთ ვისგან? - ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე არსებულ რეჟიმს და პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ, ხოლო დღევანდელ მოცემულობას აფასებენ, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით უკანგადადგმულ ნაბიჯად. ეს არის რეალობა. ხალხი ამ ყველაფერს ხომ ხედავს და აფასებს? საკუთარ თავზე გრძნობს, რა იყო მანამდე და დღეს რა ვითარება გვაქვს. შესაბამისად, საზოგადოების დამოკიდებულება გამოიხატება არჩევნებზე და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა კახა კალაძემ.