გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ღამით ვიხილეთ რუსეთის მიერ ევროპული საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა, ომის დაწყების შემდეგ, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ დარღვევა შემთხვევითი არ იყო, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ომის ესკალაცია ხდება და არ სრულდება.
„ღამით პოლონეთში ვიხილეთ რუსეთის მხრიდან, ომის დაწყების შემდეგ, ევროპული საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა. და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ დარღვევა შემთხვევითი არ იყო. კონტაქტზე ვართ ნატო-ს გენერალურ მდივანთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს პოლონეთს. რუსეთის მიერ ომის ესკალაცია ხდება და არ სრულდება. ჩვენ უნდა გავზარდოთ მოსკოვისთვის საფასური, გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის და დავაბანდოთ ინვესტიციები ევროპის თავდაცვაში. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მხარს დაუჭერს ინიციატივებს, როგორიცაა აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის ხაზი“, – დაწერა კაია კალასმა.