გაზმომარაგება 7 700 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1749493404
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
„ცვლილებები ითვალისწინეს საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და იმ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას, რომელიც პრინციპების სახით საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი განმარტებით, ცვლილებები განხორციელდა მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში, სადაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დამატებულია პროკურატურის უფროსი მრჩეველი.
ცვლილების თანახმად, გენერალურ პროკურორს სრულად ექნება დისკრეცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება განახორციელოს.
ასევე, ცვლილებით, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. ამავდროულად, შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს გენერალური პროკურორი, შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
კანონს ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმებას, მის შედეგებს და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
„შემოთავაზებულია, რომ 2025 წლის 1 ივლისამდე, ის თანამშრომლები, რომლებიც გენერალური პროკურორის წინაშე, წერილობით თანხმობას განაცხადებენ შესაბამისი კონკურსის გარეშე გადავლენ გენერალურ პროკურატურაში და დაიკავებენ ტოლფას თანამდებობას. ხოლო ის პირები, რომლებიც თანხმობას არ განაცხადებენ, კომპენსაციას მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და ჩაირიცხებიან მოხელეთა რეზერვში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.