ირაკლი ქადაგიშვილი: სასამართლო პარტიას თუ ანტიკონსტიტუციურად ცნობს, ასეთი პარტიის წინააღმდეგ ყველა ქვეყანაში დამცავი მექანიზმი არსებობს, ამაში ანტიკონსტიტუციური არაფერია

ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას თუ ანტიკონსტიტუციურად ცნობს და კრძალავს, ყველა ქვეყანაში ასეთი პარტიის წინააღმდეგ დამცავი მექანიზმი და კანონი არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც“ დამცავი მექანიზმი შემოიტანა.

„ეს კანონი ანტიკონსტიტუციური არ არის. საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას თუ ანტიკონსტიტუციურად ცნობს და კრძალავს, ყველა ქვეყანაში ასეთი პარტიის წინააღმდეგ დამცავი მექანიზმი და კანონი არსებობს. ჩვენც დამცავი მექანიზმი შემოვიტანეთ. ამიტომ, აქ არაკონსტიტუციურს ვერაფერს ვხედავ. „ლელო“-ს უფლებაა, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, „ნაცმოძრაობა“ იმიტომ უნდა აიკრძალოს, რომ კონსტიტუციას არღვევს და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება„, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ პარტიას კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შეიტანს.