ირაკლი ქადაგიშვილი: კორუფციის მასშტაბებით პირველ ადგილზეა უკრაინა, მეორე ადგილზე მოლდოვა, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ორი ქვეყანა არის ლიდერი და საქართველო არის ჩამორჩენილი

ირაკლი ქადაგიშვილი

კორუფციის მასშტაბებით პირველ ადგილზეა უკრაინა, მეორე ადგილზე მოლდოვა, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ორი ქვეყანა არის ლიდერი და თქვენ ხართ ჩამორჩენილებიო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

„რატომ? აქ ხომ ობიექტურობაზე არაა საუბარი, აქ არის ერთგვარი შურისძიება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ შეძლეს აქ ისეთი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას ადვილად დათანხმდებოდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.